სარქისიანი და ალიევი შემდგომი მოლაპარაკებისთვის სტიმულის მიცემაზე შეთანხმდნენ
საქართველო, 21 ნოემბერი,
საქინფორმი. სომხეთის პრეზიდენტ
სერჟ სარქისიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ
ილჰამ ალიევის ვენაში გამართული შეხვედრის შემდეგ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები გამოვიდნენ განცხადებით, სადაც ნათქვამია:
„თანათავმჯდომარეები მიესალებიან სომხეთის რესპუბილიკის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ვენაში, სადაც პრეზიდენტები საგარეო საქმეთა მინისტრების თანხლებით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხზე მსჯელობისთვის ჩამოვიდნენ.
პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ იმპულსს მისცემენ შემდგომ მოლაპარაკებებს, რომლებიც მიმართული იქნება მშვიდობიანი დარეგულირების მიღწევისკენ და თავიანთ საგარეო საქმეთა მინისტრებს დაავალეს მუშაობის გაგრძელება მშვიდობიანი პროცესის ინტენსიფიკაციის მიზნით. ისინი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო თვეებში კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს”.