უცხოეთი
მზადდება აზერბაიჯანისა და სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრა

Arzu_Abdullayevaსაქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. 28-29 ნოემბერს სტრასბურგში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრას ორგანიზებას უკეთებს ჰელსინკის საერთაშორისო სამოქალაქო ასამბლეის აზერბაიჯანის ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარე არზუ აბდულაევა.

მისი განცხადებით, ეუთოს მინსკის ჯგუფის საქმიანობის პარალელურად მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში, ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ინიციატივითა და ორგანიზებით, 2010 წლიდან ეწყობა „დამოუკიდებელი სამოქალაქო მინსკის პროცესი“ საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით. სწორედ ამ პროცესის ფარგლებში იქნა მიღწეული რიგი შეთანხმებები. მაგალითად, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების წარმომადგენლები უწინ გამართულ შეხვედრებზე მთიანი ყარაბაღისთვის შუალედური სტატუსის მინიჭებაზე შეთანხმდნენ. ოფიციალურ დონეზე კი ამგვარი შეთანხმების მიღწევა აზერბაიჯანმა და სომხეთმა ვერ შეძლეს.