საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ საღამოს მინისტრთა კაბინეტს პარლამენტმა 93 ხმით 19-ის წინააღმდეგ ნდობა გამოუცხადა. მთავრობის მეთაურად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნას კი ხელი პრეზიდენტმა მოაწერა.
„პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი მთავრობა გაამართლებს თქვენს ნდობას. ეს იქნება ქმედითი მთავრობა და შეასრულებს პროგრამით გაწერილ ყველა ვალდებულებას. მე ასევე მინდა ამ ტრიბუნიდან მივმართო ჩემი ყოფილი სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს და გადავუხადო გულწრფელი მადლობა. მინდა, რომ ბატონ ბიძინას გადავუხადო კიდევ ერთხელ დიდ მადლობა. ბატონო ბიძინა, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, გამოცხადებული ნდობისთვის, დიდი მადლობა, რომ ის დიდი ნდობა, რომელიც ქართველმა ხალხმა თქვენ გამოგიცხადათ, გვანდეთ ჩვენ. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩემთვის პირადად და დარწმუნებული ვარ, მთავრობის თითოეული წევრისათვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
დეპუტატებს ნდობისათვის მინისტრებმაც მადლობა გადაუხადეს.