უცხოეთი
სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები განცხადებას გააკეთებენ

ucxსაქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. ვენაში დასრულდა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების სერჟ სარქისიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა. პრეზიდენტებმა ოტელი Palais Coburg კომენტარების გარეშე დატოვეს.

ერთ-ერთი სახელმწიფოს დელეგაციიდან წყარომ “რია-ნოვოსტის” აცნობა, რომ შეხვედრის შედეგებზე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეები განცხადების გაკეთებას აპირებენ.

სომხეთის პრეზიდენტის პრესმდივან არმან საგატელიანის თქმით, სახელმწიფოს მეთაურებს შეხვედრაზე შეუერთდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები.