უცხოეთი
აზერბაიჯანმა და ირანმა ყაზვინ-რეშთ-ასტარის რკინიგზის დაფინანსებაზე იმსჯელეს

j-dსაქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანმა და ირანმა ყაზვინ-რეშთ-ასტარის რკინიგზის პროექტის დაფინანსების ასპექტებზე იმსჯელეს. ამის შესახებ ირანის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განვითარების სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილე ჰუსეინ ნაზდარმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ქალაქ რეშთში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის ელჩი ირანში ჯავანშირ ახუნდოვი, დახურული სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის რკინიგზის“ წარმომადგენელი და სხვა ოფიციალური პირები.

„შეხვედრაზე ძირითადად განიხილებოდა აზვინ-რეშ-ასტარის რკინიგზის დაფინანსებაში აზერბაიჯანის მონაწილეობის ფორმის საკითხი“, - აღნიშნა ნაზდარმა.

ირანის ოფიციალური პირების განცხადებით, რკინიგზის მშენებლობა 2014 წლის მარტში დასრულდება. ყაზვინ-რეშთ-ასტარის სატრანსპორტო კორიდორი „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ ნაწილია და მის მშენებლობას აზერბაიჯანი, რუსეთი და ირანი ახორციელებენ.