საზოგადოება
24 ნოემბერს პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მე-3 რიგგარეშე ყრილობა გაიმართება

sazogad-3-yrilobaსაქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. 24 ნოემბერს, 13 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში გაიმართება მოქალაქეთა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო მესამე რიგგარეშე ყრილობა. ყრილობაზე აირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს და ახალ პოლიტიკურ საბჭოს.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე დასასწრებად 23 ნოემბრამდე მედიასაშუალებებმა უნდა გაიარონ შესაბამისი აკრედიტაცია.

აკრედიტაციის გავლა მოხდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით:

დაინტერესებულ  ჟურნალისტებს  აკრედიტაციის მისაღებად შეუძლიათ  პირადი (სახელი, გვარი, მედიასაშუალება) და საკონტაქტო ინფორმაცია (მობილური, ელ. ფოსტა) გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე info@gd.ge

საკონტაქტო პირი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურის უფროსი სოფო ჯაჯანაშვილი 599 24 94 15