უცხოეთი
საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატ ნოდიკ კვიწინიას რუსეთის ორი მოქალაქის მკვლელობის თანამონაწილეობაში ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ სააგენტო „აფსნიპრესი“ იუწყება.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში ამას წინათ რუსი ბიზნესმენის, კომპანია „ელ პეტროლეუმი- აფხაზეთის“ გენდირექტორ სერგეი კლემანტოვიჩისა და მისი ნაცნობი ოლგა სკარედნოვას გვამები მიტოვებულ ჭაში აღმოაჩინეს.
გამოძიებას დეპუტატი დანაშაულის ორგანიზატორად მიაჩნია. რუსების გატაცების მიზანი შესაძლოა გამოსასყიდის მიღება ყოფილიყო.