უცხოეთი
შავი ყუთის მონაცემები: მეორე წრეზე ბოინგმა სიჩქარე დაკარგა და შტოპორით დაეშვა

1-krushenieსაქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც „ინტერფაქსი“ იუწყება, პარამეტრული თვითჩამწერის მონაცემები ყაზანში ჩამოვარდნილი “ბოინგის” ბორტზე ტექნიკური გაუმართაობის წარმოქმნას მოწმობს.

წინა რეისის მგზავრთა განცხადებით, თვითმფრინავი დაზიანებული იყო.

17 ნოემბერს ყაზანის აეროპორტში ავიაკოპანია „თათარსტანის“ თვითმფრინავ „ბოინგ-777“-ის ჩამოვარდნის შედეგად 44 მგზავრი დაიღუპა, მათ შორის, 2 ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი.