საზოგადოება
ჯეიმს აპატურაი: „ნატოს სტანდარტების დაკმაყოფილება არის იმ გზის ნაწილი, რომლითაც საქართველო უახლოვდება ალიანსს“

1-apaturსაქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის თქმით, როცა საქმე საქართველოს ეხება, ნატოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სამი-ოთხი მიმართულებაა: ევროკავშირთან დაახლოება, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება და ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მოგვარება. ამის შესახებ მან "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

"მაქვს თუ არა იმედი, რომ საქართველო ნატოს დაუახლოვდება? დიახ, რა თქმა უნდა, რადგან ნატოს სტანდარტების დაკმაყოფილება არის იმ გზის ნაწილი, რომლითაც საქართველო უახლოვდება ალიანსს. მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული საქართველოს მუშაობის შეფასება, არამედ 28 წევრზე... სულ სამი ან ოთხი ძირითადი ხაზია, რაც მნიშვნელოვანია მოკავშირეებისთვის. პირველი არის ევროპული და ევროატლანტიკური სტანდარტების მისაღწევად მუშაობის გაგრძელება. მეორე სამუშაო ხაზი კი ნატოს სტანდარტების დაკმაყოფილებაა. მესამე არის რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბება. გვესმის, რომ ეს ორმხრივი პროცესია, მაგრამ საქართველო ბევრს ცდილობს ამისთვის. მეოთხე მიმართულება კი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მუშაობის გაგრძელებაა, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.