სამართალი
უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ესტუმრნენ

1-deltaსაქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრდელტას ესტუმრნენ. უცხოელ სტუმრებს მასპინძლობა სსიპ „დელტას“ დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა გაუწია, რომელმაც უცხოელ სტუმრებს ქართული სამხედრო მრეწველობის პერსპექტივა გააცნო და ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკაც დაათვალიერებინა. მხარეებმა სამხედრო-სამეცნიერო სფეროში მხარდაჭერასა და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზეც ისაუბრეს.

ცნობისთვის: სამხედრო ატაშეების ასოციაცია 24 ქვეყნის წარმომადგენელს აერთიანებს. თავდაცვის ატაშეების გაერთიანების მიზანია, პირველწყაროებიდან მიიღოს ინფორმაცია და საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ საკუთარი ქვეყნის სამხედრო უწყების ხელმძღვანელობას შემოწმებული და სარწმუნო ინფორმაცია მიაწოდოს. სამხედრო ატაშეები უშუალოდ თანამშრომლობენ საქართველოს სამხედრო უწყებასთან ორმხრივი სამხედრო გეგმის ფარგლებში ნაკისრი ღონისძიებების განსახორციელებლად.