უცხოეთი
ქართული ღვინის იმპორტით რუსეთი კვლავ ლიდერობს

1-ucxx-3საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2013 წლის ივნისიდან სექტემბრამდე საქართველომ რუსეთში 8 მლნ 917.7 ათასი ბოთლი ნატურალური ყურძნის წვენის ექსპორტირება მოახდინა, რამაც მიმდინარე წლის 9 თვის განავლობაში მისი ექსპორტის მთლიანი მოცულობის 33.7% შეადგინა. ამის შესახებ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო იუწყება.

შესაბამისად, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ რუსეთი კვლავ იქცა ქართული ღვინის უმსხვილეს იმპორტიორად, - აღნიშნეს უწყებაში.

სულ, წლის დასაწყისიდან საქართველომ 26 მლნ 458.7 ათასი ბოთლი გაიტანა ექსპორტზე, რაც 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 71%-ით აჭარბებს.

შეგახსენებთ, რომ ქართული ღვინის ექსპორტი 49 ქვეყნის ბაზარზე ხორციელდება.