უცხოეთი
საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა დავით ირადიანმა ჩამოაყალიბა ის ძირითადი პოზიციები, სადაც რესპუბლიკა რუსეთის მხრიდან მხარდაჭერას ელის.
მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, ეს რუსეთის ბაზარზე მათი პროდუქციის თავისუფლად ხელმისაწვდომობაა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, მისი აზრით, აფხაზეთში რუსი ტურისტების თავისუფლად ჩასვლაც.„იმედს ვიტოვებთ, რომ მდინარე ფსოუზე სასაზღვრო გადასვლა საკურორტო სეზონებზე ნორმალურად იფუნქციონირებს და არ იქცევა გადაულახავ დაბრკოლებად ტურისტებისათვის“, - აღნიშნა ირადიანმა.
აფხაზეთის ეკონომიკის განვითარების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ეკონომიკის მინისტრმა რუსული ინვესტიციები დაასახელა, რომელთა მოსაზიდად, მისი თქმით, ამჟამინდელი რეალიები უნდა შეიცვალოს.
მისივე თქმით, აფხაზეთს ინვესტორებისთვის ბევრი რა აქვს შესათავაზებელი, კერძოდ, კურორტების მშენებლობის შესაძლებლობა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება სატვირთო გადაზიდვებისთვის და სხვ.