უცხოეთი
ევროკავშირი 19 ნოემბრამდე ტიმოშენკოს გათავისუფლებას ელის

1timoSenko-ucx-2საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. სწორედ ამ დღესაა დაგეგმილი უკრაინის უმაღლესი რადას მორიგი სესია. ყველა ევროინტეგრაციული კანონის მიღების  უკიდურეს ვადად ევროკავშირის დამკვირვებლებმა 19 ნოემბერი დაასახელეს. ევროპარლამენტის ექს-თავმჯდომარე პეტ კოკსმა და პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრ კვასნევსკიმ აღნიშნეს, რომ უკრაინისთვის ასოციაციის შეთანხმებაზე ხელმოწერის შანსი ჯერ კიდევ არ არის დაკარგული, თუმცა დეპუტატებს მოუწოდეს, ხელიდან არ გაუშვან იგი მომდევნო სამშაბათს.

დღეს უკრაინის უმაღლესმა რადამ ჩააგდო კანონი უცხოეთში პატიმრების სამკურნალოდ გამგზავრების შესახებ. ამგვარად, საკითხის გადაჭრა, რომელზეც ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოს შემდგომი ბედია დამოკიდებული, და ასევე, სავარაუდოდ, ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია, გადაიდო.

„ბატკივშჩინას“ ლიდერის გათავისუფლება ანდა მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება ევროკავშირის იმ პირობას წარმოადგენდა, რომლის შესრულების სანაცვლოდ უკრაინას შეეძლო თავისუფალი ვაჭრობის ზონისა და ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის იმედი ჰქონოდა. ივარაუდებოდა, რომ ეს საკითხი ვილნიუსში ევროკავშირის სამიტამდე (ის 28-29 ნოემბერს გაიმართება), გადაიჭრებოდა, სადაც აღნიშნული შეთანხების ხელმოწერა იგეგმებოდა.