მიღწეულია შეთანხმება სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ
საქართველო, 14 ნოემბერი,
საქინფორმი. მიღწეულია შეთანხმება სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ორხრივი შეხვედრის თაობაზე, - ამის შესახებ პარლამენტში 13 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა
ტიგრან სარქისიანმა განაცხადა.
„მოცემულ მომენტში არ არსებობს რაიმე სახის ახალი ინფორმაცია, რომელიც ყარაბაღის საკითხის დარეგულირების პროცესში პროგრესის იმედს გაგვიჩენდა. ჩვენი უპირველესი მიზანი მოლაპარაკების პროცესის გაგრძელებაა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ აუცილებელია მოლაპარაკების პროცესის თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა.