შსს-მ ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

საქართველო, 14 ნოემბერი,
საქინფორმი. შსს–ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მე–2 მთავარი სამმართველოს და იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისსა და ქუთაისში ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი – 1957 წელს დაბადებული
ოლეგ ო. და 1963 წელს დაბადებული
ამირან ი. ჯგუფური ძარცვის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულებმა 2013 წლის 12 ოქტომბერს ხონის რაიონის სოფელ პატარა ჯიხაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რევაზ ხ-ს ოქროს ყელსაბამი და სამაჯური გასტაცეს. სამართალდამცველებმა ოქროს ყელსაბამი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 178-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი).