რელიგია
საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი.
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება
„უკანასკნელ პერიოდში საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში გაჩნდა უცნობი წარმომავლობის განცხადება, რომელიც მკითხველს აუწყებს ე.წ. „ელიტარული სასაფლაოს“ გახსნას ვაკეში, რომელსაც ხელმძღვანელობს ვინმე მამა იოანე. განცხადებაში წერია, თითქოს აღნიშნული სასაფლაო საპატრიარქოს კუთვნილებაშია.
საპატრიარქოს პრესცენტრი ოფიციალურად აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. საპატრიარქოს არავითარი კავშირი არ აქვს ხსენებულ სასაფლაოსთან.“