რელიგია
საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი.
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
“როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობამ“ განაცხადა, რომ აქვს სურვილი და უკვე შემოწირულობების შეგროვებაც დაიწყეს მიუსაფარი ბავშვებისთვის თავშესაფრის დასაარსებლად.
“იდენტობა” ჰომოსექსუალთა და სხვა სქესობრივი უმცირესობების უფლებების დამცველი და მათი აქტიური მხარდამჭერია. ბუნებრივია, იქმნება საშიშროება იმისა, რომ მათი “მზრუნველობის” ქვეშ მოქცეულ არასრულწლოვანებთან ცხოვრების ასეთი წესი იქნეს წახალისებული, რაც ბავშვთა საყოველთაოდ აღიარებული – პირადი ცხოვრების უფლების – დარღვევას წარმოადგენს. ეს კი მიუღებელია, როგორც ეკლესიისათვის, ასევე მთელი საზოგადოებისათვის.
აღვნიშნავთ იმასაც, რომ ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას და მიგვაჩნია, რომ მიუსაფარ ბავშვებზე მზრუნველობა უნდა განხორციელდეს სახელმწიფოსთან კოორდინირებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არა მხოლოდ “იდენტობის” შეხედულებისამებრ, დამოუკიდებლად, რადგან ამ შემთხვევაში ბავშვების პირად ცხოვრებაზე და არჩევანზე უარყოფითი ზემოქმედების საფრთხე მეტ-ნაკლებად მოხსნილი იქნება“.