უცხოეთი
პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თურქეთის „სახელმწიფო ნიშნით“ დაჯილდოვდა

1prez-ilhamსაქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მისმა თურქმა კოლეგამ აბდულა გიულმა თურქეთის „სახელმწიფო ნიშნით“ დააჯილდოვა. ამის შესახებ თურქული ტელეარხი TRT Haber იუწყება.

შემდგომ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევის ორდენით დაჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონილის შემდეგ აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები სიტყვით გამოვიდნენ.