უცხოეთი
სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა იტალიას და სან-მარინოს მათი დამოუკიდებლობის აღიარება სთხოვეს

1uznaya-osetiaსაქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა ოფიციალურად მიმართეს იტალიისა და სან-მარინოს რესპუბლიკის მთავრობებს მათი დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით. შესაბამისი წერილები იტალიის პრეზიდენტ ჯორჯო ნაპოლიტანოს და სან-მარინოს კაპიტან-რეგენტებს გაეგზავნათ.

სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დავით სანაკოევის სამუშაო ვიზიტი იტალიაში 8 ნოემბერს გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში სანაკოევი ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს შეხვდა. შეხვედრებზე განხილული იქნა საკითხები, რომლებიც მხარეთა ინტერესებს ეხებოდა.

რომში გაიმართა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელზეც გამოცხადდა იტალიისა და სან-მარინოსადმი მიმართვის შესახებ.

სანაკოევის განცხადებით, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საერთაშორისო აღიარების გზით მიემართებიან და ეს პროცესი შეუქცევადია. თავის მხრივ, აფხაზეთის საგარეო უწყების ხელმძღვაბელმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ აღნიშნა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არასოდეს დაბრუნდებიან საქართველოს შემადგენლობაში.