უცხოეთი
საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. ვარშავაში ბრბომ იერიში მიიტანა რუსეთის საელჩოზე. შენობას პეტარდები და ქვები დაუშინეს, ხოლო ზღუდის გვერდით ხულიგნებმა კოცონი გააჩაღეს.
არეულობები მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიღბიანმა ახალგაზრდებმა სახლებზე სამშენებლო ბადეებს ცეცხლი წაუკიდეს და პოლიციას პეტარდები დაუშინეს. დაიწყო შეტაკებები და დაკავებები.
ოდნავ მოგვიანებით ნაციონალისტები, პლაკატით „პატრიოტთა საათი“, რფ-ის საელჩოს მიუახლოვდნენ. რუსეთის მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილებით მათ ღობის მიღმა ისროლეს პეტარდები, ქვები და ასფალტის ნაჭრები. ამასთან, ჭიშკრის შელეწვასაც ლამობდნენ.
ამავდროულად გრძელდებოდა შეტაკება პოლიციასთან, რომელიც დიპმისიას იცავდა. ორი პოლიციელი დაიჭრა. სპეცრაზმის ნაწილებმა ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით უკან დაახევინეს ნაციონალისტებს, თუმცა ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ვარშავის ცენტრში თავს იყრიან მთელი პოლონეთიდან ჩამოსული ექსტრემისტთა ახალი ჯგუფები.