უცხოეთი
გდანსკში ძეგლი დაუდგეს საბჭოთა ჯარისკაცს, რომელიც ფეხმძიმე პოლონელ ქალს აუპატიურებს

1gdanskსაქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. სკანდალი პოლონეთში: ხელოვნების აკადემიის 26 წლის სტუდენტმა გასულ კვირას გდანსკში გამოძერწა და ლეგენდარული ტანკის Т-34-ის ქანდაკების გვერდით დადგა სკულპტურული კოპოზიცია: საბჭოთა ჯარისკაცი ფეხძიმე პოლონელ ქალს აუპატიურებს და მის საფეთქელზე პისტოლეტი აქვს მიბჯენილი. „ქანდაკება“ მალევე აიღეს, ის მხოლოდ ერთი ღამე იდგა, თუმცა ამ ამბავმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, რაზეც არ შეიძლებოდა რუსეთის საელჩოს პოლონეთში რეაგირება არ მოეხდინა.

„მე ვიფიქრე, რომ სკულპტურა მშვენივრად დააგვირგინებდა ტანკს. სკულპტურის იდეა დიდი ხნის წინ დამებადა და დროა განმავლობაში ხორციც შეისხა“, - ასე ახსნა თავისი პოზიცია „კომპოზიციის“ ავტორმა. მისი ფოტო და ინტერვიუ, ისევე, როგორც „ძეგლის“ დემონტაჟი გამოქვეყნებულია ბლოგზე teh-nomad და ასევე, პოლონურ პრესაში.

ქანდაკების ავტორი უკვე დაჰკითხეს, მასალები გადაგზავნილია პროკურატურაში, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, დაიწყოს თუ არა გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე.

„ინტერფაქსის“ ცნობით, რფ-ის ელჩმა ვარშავაში ალექსანდრ ალექსეევმა იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთის ხელისუფლება ადეკვატურ შეფასებას მისცემს გდანსკში ამ სკულპტურის უკანონოდ დადგმის ინციდენტს. დიპლომატის განცხადებით, იგი აღშფოთებულია სტუდენტის გამოხდომით, რომელმაც თავისი ფსევდოხელოვნებით იმ 600 ათასი მებრძოლის ხსოვნა შეურაცხყო, რომლებიც პოლონეთის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაეცნენ.