სამართალი
სასაზღვრო პოლიციამ აფხაზეთის ტერიტორიებზე შესვლის წესების დარღვევისათვის ბელიზის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავა
1-sasazgvro-sam-1საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აფხაზეთის საზღვაო რაიონში შესვლის წესის დარღვევის ბრალდებით ბელიზის დროშის ქვეშ მცურავი გემი "IREM" დააკავეს, რომელიც თურქეთის მიმართულებით მიცურავდა. გემზე იმყოფებოდნენ კაპიტანი – აზერბაიჯანის მოქალაქე ავიფ მეჩიო და ეკიპაჟის წევრები: უკრაინის 5 და აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე.
გამოძიება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის ფაქტზე 
მიმდინარეობს (სსსკ-ის 322-ე პრიმა მუხლით).