აქტუალური
დასრულდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში

1francia-akt-2საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ცეცხლის გაღვივების ცერემონიალს დაესწრო. ცერემონიალი საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას მიეძღვნა. ტრიუმფალურ თაღთან ქართული დელეგაციის წევრები პარიზის სამხედრო გუბერნატორის წარმომადგენელთან, გენერალ მოროსთან და საქართველოში საფრანგეთის სამხედრო ატაშესთან, ვიცე-პოლკოვნიკ ანდრე ევრართან ერთად მივიდნენ.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე და ქართული დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ. მნიშვნელოვანი დღეა. ქართულმა დელეგაციამ, თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა პირველად მივიღეთ მონაწილეობა ცეცხლის დანთებაში, რაც ფრანგებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად დიდ პატივს სცემენ ომის ვეტერანებს და ომში დაღუპულებს“, - განაცხადა ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში  დასრულდა. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანია ფრანგ კოლეგას ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდა. გაიმართა შეხვედრა ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორთან ერიკ ფურნიესთან. ქართული დელეგაციის წევრებმა პარიზში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი და მაღალი დონის შეხვედრა გამართეს.