უცხოეთი
რუსეთი ქართული ღვინის იმპორტით კვლავ ლიდერობს

1za-3საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. 2013 წლის ივნისიდან სექტემბრამდე საქართველომ რუსეთში თითქმის 9 მლნ ბოთლი ნატურალური ყურძნის წვენის ექსპორტირება მოახდინა, რამაც მიმდინარე წლის 9 თვის განავლობაში მისი ექსპორტის მთლიანი მოცულობის 33.7 % შეადგინა. ამის შესახებ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო იტყობინება.

შესაბამისად, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ რუსეთი კვლავ იქცა ქართული ღვინის უმსხვილეს იმპორტიორად, - აღნიშნეს უწყებაში.

ამასთან, მთლიანად იანვარ-სექტემბერში საქართველომ 26 მლნ 458 ათასი ბოთლის ექსპორტირება მოახდინა, რაც 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 70 %-ით აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის ექსპორტი 49 ქვეყნის ბაზარზე ხორციელდება.