ჩურკინი: „სოჭი პატივისცემით მიიღებს სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს საქართველოდან“
საქართველო, 7 ნოემბერი,
საქინფორმი. რუსეთი პატივისცემით მიიღებს ქართველ სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს სოჭის ოლიმპიადაზე, - ამის შესახებ რფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში
ვიტალი ჩურკინმა გენასამბლეის სხდომაზე განაცხადა.
„მინდა დავადასტურო, რომ მიუხედავად საქართველოს მცდელობისა, სოჭის ოლიმპიადის გარშემო პოლიტიკური ბატალიები გამართოს, ქართველ სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს სოჭში სრული პატივისცემით მივიღებთ“, - განაცხადა ჩურკინმა.