უცხოეთი
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვანო მაჭავარიანი იმის შესახებ, თუ რატომ არ არის სახიფათო რუსეთისთვის საქართველოს დაახლოება ევროპასთან

1za-1საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო არენაზე ვილნიუსში, 28-29 ნოემბერს ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე დებიუტირებს. სამიტზე იგეგმება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება.

სახელმწიფოს მეთაურმა თავის მთავარ მრჩევლად საგარეო ურთიერთობის საკითხებში იაპონიაში საქართველოს ყოფილი ელჩი, საზოგადოებრივ ურთიერთობათა ინსტიტუტის პროფესორი ვანო მაჭავარიანი დანიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალმა ჩინოვნიკმა „იზვესტიას“ მოუთხრო იმის შესახებ, თუ რა ყურადღება დაეთმობა რუსეთთან ურთიერთობას.

„შესაძლოა, საკუთარი შიდა პრობლემების საფუძველზე წამოიჭრას ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივების საკითხები თავად ევროპის სახელწიფოებში. ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორთა შორის ამ მიმართულებით რუსეთის განწყობა იქნება. ამასთან დაკავშირებით ვვარაუდობ, რომ ჩვენი დაბალანსებული საგარეო პოლიტიკური კურსი ეფექტიანი იქნება. ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებს იმისათვის, რომ რუსეთს საფუძველი აღარ მივცეთ განაცხადოს, რომ ევროპის საქართველოსთან დაახლოება მოსკოვისათვის რაიმე საფრთხეს შეიცავს. ახლა ჩვენს ქვეყანაში ბევრი შიშობს, რომ ვილნიუსის წინ რუსეთისგან რაიმე პროვოკაციებია მოსალოდნელი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იქნება ახალი უსაფრთხოების საბჭოს მუშაობა, რომელიც ორიენტირებულია მოვლენების არასასურველი განვითარების თავიდან ასაცილებელ ქმედებებზე. 2008 წლის ომი ნეგატიურად აისახა ორივე მხარეზე. ვფიქრობ, რუსეთთან ურთიერთშეხების წერტილებს გამოვძებნით. გასაგებია, რომ რუსეთს დიდი ამბიციები აქვს, მაგრამ 21-ე საუკუნეში სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტს პატივი უნდა ვცეთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.