აქტუალური
გრიგორი კარასინი: „ჯერჯერობით ვერ შევთანხმდით იმ ფორმულირებაზე, რომლითაც ხელი უნდა მოეწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს“

1karas-akt-2საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. ჯერჯერობით ვერ შევთანხმდით იმ ფორმულირებაზე, რომლითაც ხელი უნდა მოეწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჟენევის მოლაპარაკების შეფასებისას განაცხადა.

ჩვენ შევთანხმდით, რომ დეკემბერში ბევრი მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შეხვედრაზე კი ის იყო, რომ სასაზღვრო რაიონებთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მოსაზრებები გავცვალეთ. ჩვენი პოზიციები, როგორც ყოველთვის, განსხვავებული იყო, მაგრამ შეხვედრა ნაყოფიერი იყო. ჯერჯერობით ვერ შევთანხმდით იმ ფორმულირებაზე, რომლითაც ხელი უნდა მოეწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს, მაგრამ ამ თემაზეც გაგრძელდება მუშაობა“, – აღნიშნა კარასინმა.

მისივე შეფასებით, ქართველი პოლიტიკოსები დვანსა და დიცში ხელოვნურ სიტუაციას ქმნიდნენ.

„სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ წარმოადგინა სპეციალური ვიდეო პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით, რაც ადგილზე ხდება, თუ როგორ ჩადიოდნენ ადგილზე პოლიტიკოსები, იღებდნენ საკუთარ თავებს და იგონებდნენ ხელოვნურ სიტუაციას. სინამდვილეში კი ხდება საზღვრის მოწყობა. ამის იგნორირება და სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის არ აღიარება არ ესადაგება არსებულ მდგომარეობას, რადგან ადრე თუ გვიან საზღვარი მაინც უნდა დაფიქსირდეს, ასეთია დღევანდელი რეალობა“, – განაცხადა კარასინმა.