აქტუალური
ირაკლი ალასანია - საფრანგეთიდან: „ჩვენ გვაქვს პრაქტიკულად უპირობო მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე!“

1safrangetidan-akt-1საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკაში შეხვედრებს მართავს. ირაკლი ალასანია სენატში მეგობრობის ჯგუფთან იმყოფებოდა.

"ფრანგ სენატორებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია იმით, რომ ჩვენ გვაქვს პრაქტიკულად უპირობო მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მე შევხვდი საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს და შიდა პოლიტიკური საკითხები განვიხილეთ. ყველამ მიულოცა საქართველოს ასეთი არაჩვეულებრივი, სუფთა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ვილნიუსის სამიტზე და მომავალი წლის ნატოს სამიტზე ჩვენ გვაქვს ფრანგი კანონმდებლების სრული მხარდაჭერა ჩვენი ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანია ფრანგ კოლეგას ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდება.  დაგეგმილია ასევე შეხვედრები შეიარაღების გენერალურ დირექტორატში საფრანგეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლებთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორთან ერიკ ფურნიესთან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში ა.წ. 9 ნოემბერს დასრულდება.