უცხოეთი
საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ხელმძღვანელობის მაღალჩინოსანმა სააგენტო „როიტერს“ განუცხადა, რომ სირიის მთავრობა, ვაშინგტონის ხელთ არსებული ცნობებით, თავისი ქიმიური იარაღის ნაწილის გადამალვას აპირებს, რათა მისი განადგურება არ მოხდეს.
ჩინოვნიკის განმარტებით, საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს იღონებს, რომ სირიელების „ფეხქვეშ მიწა იწვოდეს“, თუკი ისინი ჩანაფიქრის განხორციელებას შეეცდებიან.
პენტაგონსა და ცსს-ში აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.