უცხოეთი
სააკაშვილის პარტიის ოფისი გაძარცვეს

1ofisiსაქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წ. დაბადებული გიორგი . ქურდობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, გამთენიისას, გორში, გარსევანიშვილის ქუჩაზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან ტელევიზორი, ვიდეოკამერა, ლეპტოპი, სხვადასხვა დამტენი და „იუ-პი-ესი“ მოიპარა. სამართალდამცველებმა გიორგი პ. გორში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.