აქტუალური
ლორეტა გრაუჟინენე: „ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, მოიწვევენ თუ არა სააკაშვილს ვილნიუსის სამიტზე“

1loreta-grauziniene-akt-3საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი მოწვეული ვილნიუსის სამიტზე, – ამის შესახებ ლიტვის სეიმის თავმჯდომარემ ლორეტა გრაუჟინენემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი მოწვეული სამიტზე, პროცესი მიმდინარეობს და როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ, აუცილებლად გაცნობებთ. კიდევ ერთხელ მივესალმები საქართველოს, რომელიც აჩქარებული ნაბიჯებით მიემართება ევროპისკენ. ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოს პარლამენტის მისწრაფებას, რომ საერთო ენა გამონახოს ოპოზიციასთან“, – განაცხადა ლიტვის სეიმის თავმჯდომარემ.