სამართალი
საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებ-გვერდზე 10 თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქვეყნებს ოქტომბრის თვის დანაშაულის სტატისტიკას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე რეგიონების მიხედვით. 2013 წლის ოქტომბერში ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის კლება 1004 ერთეულით დაფიქსირდა, რაც 27,6%-ს შეადგენს. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 64,5%-ია და 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56,3%-ით მოიმატა.
ქვეყნის მასშტაბით 2013 წელს 24175 დანაშაული დაფიქსირდა. აქედან 14285 საქმე გახსნილია. გახსნის მაჩვენებელი 59.1%-ს შეადგენს. რაც შეეხება 2012 წლის ანალოგიურ პერიოდს, გახსნის მაჩვენებელი 2012 წელს 18.5%-ს შეადგენდა.