სამართალი
საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ, 5 ნოემბერს, სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებასთან, ე.წ. მატროსოვის ციხესთან, ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მერაბიშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები, ასევე მხარდამჭერები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ პლაკატები წარწერებით: „თავისუფლება ვანო მერაბიშვილს!“, „თავისუფლება ვანოს და ბაჩოს!“.