ლავროვი: „სირიის ჰუმანიტარული პრობლემებით ჟენევა-2-დან ყურადღების გადატანა სურთ“
საქართველო, 5 ნოემბერი,
საქინფორმი. საუბრები იმაზე, რომ მოცემულ ეტაპზე აუცილებელია პირველ რიგში სირიის ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა, იქითკენაა მიმართული, რომ თვალსაჩინო არ გახდეს რუსეთის პარტნიორთა უუნარობა, „ჟენევა-2“-ის მშვიდობიან კონფერენციაზე ოპოზიციის წარმომადგენლები ჩაიყვანოს, - ამის შესახებ რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა
სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე ვფიქრობთ, რომ ესაა ყურადღების გადატანის მცდელობა იმ ფაქტიდან, რომ მათ არ ძალუძთ ჟენევის კონფერენციაზე ოპოზიცია ჩამოიყვანონ“, - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ რუსეთი მთელი სერიოზულობით აღიქვამს იმას, რაც სირიაში ჰუმანიტარულ სფეროში ხდება.