სამართალი
ლევან ვასაძე: „სააკაშვილმა ქვეყნიდან რვა მილიარდი გაიტანა!“

1vasaZe-sa-2საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. კონსტიტუციური მონარქია საქართველოს პროგრესს მოუტანს, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძე თოქ-შოუ „დიდ პოლიტიკაში" განაცხადა.

„კონსტიტუციური მონარქია საქართველოს უამრავ ფულს მოუტანს, სააკაშვილი და ედუარდ შევარდნაძე კი აღარ იქნებიან ბრენდები, საქართველოს ბრენდი დემოკრატიული კონსტიტუციური მონარქია იქნება. ახალი სამყაროს პოლიტიკური კულტურა უარყოფს მონარქისტულ კულტურას, ამიტომ ამერიკისთვის უცხოა. ჩვენ არ ვართ ახალი სამყაროს ნაწილი, ჩვენ  ვართ ევროპისა და აზიის გასაყარზე. ამ სამყაროსთვის, ამ საინვესტიციო წრისათვის  შენი კულტურული იდენტობა აღიდგინო, ეს არის ბრენდებში ბრენდი. სააკაშვილსაც სჯობს, შევარდნაძესაც, ქართულ ღვინოსაც და ყველაფერს ერთად აღებულს. ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის კონსტიტუციური ევოლუციის კიდევ ერთი ნაბიჯი. სააკაშვილმა, სხვადასხვა მონაცემით, ამ ქვეყნიდან  შვიდი  თუ რვა მილიარდი გაიტანა, სად წაიღო, მაგას გამოძიება დაადგენს, კოლოსალური კორუფციის მსხვერპლნი ვიყავით, როგორც   საბჭოთა კავშირის შემდგომ პირველ წლებში, ისე  შევარდნაძის დროს და ახლაც. ასეთი საზოგადოებიდან ლაპარაკი იმაზე, რომ „რა დაგვიჯდება სამეფო ოჯახის რჩენა“ და ა.შ. ცოტა უცნაურად მეჩვენება“, - განაცხადა ვასაძემ.