რელიგია
საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ, 3 ნოემბერს სვეტიცხოველში უფლისწული გიორგი მონათლეს. უფლისწულს 4 ნათლია ჰყავს – ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მიხეილ ახვლედიანი და უფლისწულის ბიძები – გურამ და ირაკლი ბაგრატიონები. ისინი უფლისწულის მამის, დავითის ძმები არიან.გუშინვე საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ესტუმრნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ უწმინდესსა და უნეტარესს, ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართული კონტინგენტის სახელით, სიმბოლური საჩუქარი - საქართველოს სახელწმიფო დროშა გადასცეს.
![]() |