აქტუალური
ლევან ბერძენიშვილი: „გიგა ბოკერია არის გიგანტი!“

aq-1-berZeniSსაქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ირინ იმერლიშვილი გიგა ბოკერიაზე უკეთესი უშიშროების საბჭოს მდივანი იქნება.

მისივე თქმით, ბოკერია გიგანტია, მაგრამ თანამდებობაზე ყოფნის დროს კარგთან ერთად ცუდი საქმეებიც აკეთა.

გიგა ბოკერიას სულ სხვა ამბიცია ჰქონდა, გიგა ბოკერიას უნდოდა, საქართველო ემართა სააკაშვილის ხელით, სააკაშვილი ყოფილიყო მისი მარიონეტი... მე ბატონი გიგას და ბატონი ლევანის (ლევან რამიშვილი) ოცნებებს დიდი ხანია ვიცნობ.. მათ უნდოდათ, სააკაშვილი გამოეყენებინათ თავიანთი იდეებისთვის, ვიდრე სააკაშვილმა არ მიუჩინა თავისი ადგილი, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა „მაესტროს“ გადაცემა „პოლიტმეტრში“.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში საქართველო ახალ, ევროპულ იერს იძენს, რაც ნიშნავს იმას, რომ მაღალ თანამდებობებზე ნორმალური ადამიანები ინიშნებიან და არა ისეთი გიგანტები, როგორიც გიგა ბოკერიაა.

„ქართველ საზოგადოებაში ყოველ მეორე ნაბიჯზე გიგა ბოკერიას ვერ წააწყდებით. ეს სრულიად ნათელია", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა და აღნიშნა, რომ გიგა ბოკერია, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილი, გამორჩეული ფიგურები არიან.