აქტუალური
„მინდა მივმართო ყველას - დავდგეთ „ასავალ-დასავალის“ და სხვა ბინძური ჭორების გამავრცელებელთა ლოგიკაზე მაღლა!“ - სააკაშვილმა ბაჩო ახალაია შეიწყალა

aq-2-baChoსაქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტმა სააკაშვილმა უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე - ა.წ. 3 ნოემბერს, კვირას - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია შეიწყალა, რომელსაც სასამართლომ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი განმარტავს, რამ მიაღებინა შეწყალების გადაწყვეტილება: არ დავუშვათ პრეცედენტი, კანონიერმა ქურდმა გაასამართლოს და ციხეში ჩასვას კანონის ფარგლებში მაფიის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი!“.

სააკაშვილის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ ბაჩო ახალაიას მიმართ ძალიან ბევრ ადამიანს სუბიექტური დამოკიდებულება აქვს და საპატიმროებში, სამწუხაროდ, ძალადობა ბოლომდე ვერ აღმოვფხვერით, მაგრამ მინდა მივმართო ყველას - დავდგეთასავალ-დასავლისდა სხვა ბინძური ჭორების გამავრცელებელთა ლოგიკაზე მაღლა!“.

პრეზიდენტის განმარტებით, ყველა ბრალდება, რომელიც პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა, უსაფუძვლო აღმოჩნდა, ხოლო ბუნტის საქმე უბრალოდ სამარცხვინო, საშიში და ანტისახელმწიფოებრივია.

თუმცა ამაში ანტისახელმწიფოებრივსა და საშიშს ვერაფერს ხედავენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა თქმით, „შეწყალების აქტით სააკაშვილი, ფაქტობრივად, იზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რაც ჩადენილი ჰქონდათ მის მინისტრებს და რეჟიმის ყველა იმ მსახურს, რომლებმაც ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა დაამყარეს და ამ რეჟიმის შესანარჩუნებლად, სამწუხაროდ, სჩადიოდნენ დანაშაულებს“.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ შეწყალების მიუხედავად, ბაჩო ახალაია საპატიმროში რჩება, რადგან რამდენიმე დღის წინ მას კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს - გირგვლიანის მკვლელებისათვის ციხეში კომფორტული პირობების შექმნა. ახალაიას ამ საქმეზე სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა 26 ოქტომბერს შეუფარდა, განხილვა კი ა.წ. 18 ნოემბერს დაიწყება.