აქტუალური
საქართველოს მთავარი პროკურორი: „პრეზიდენტმა სააკაშვილმა 27 ათასჯერ გაყიდა სახელმწიფო ქონება 1 ლარად, ან უსასყიდლოდ გადასცა ის!“

aq-3საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ეთერში, გადაცემა „პოზიციაში“ შემიდეგი განცხადება გააკეთა:

„მაგალითად, არის 27 ათასი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა სიმბოლურ ფასად –1 ლარად გაყიდა სახელმწიფო ქონება ან უსასყიდლოდ გადასცა ის. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს 27 ათასი გამოძიების წარმოებას, თუმცა არის საქმეები, რომლებიც აღძრულია იმასთან დაკავშირებით, რომ განხორციელებული პრივატიზაცია კითხვებს ბადებს მის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. სახელმწიფო ქონების განკარგვა – პრეზიდენტის კანონიერი უფლებაა, თუმცა, თუ გამოვლინდება, რომ ამას საფუძვლად უკანონო და დანაშაულებრივი მიზნები ედო, მაშინ ის უკანონოა“, – განაცხადა კბილაშვილმა.

მთავარი პროკურორი სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაკითხვასაც შეეხო და აღნიშნა, რომ დღეს ამგვარი აუცილებლობა არ არსებობს. ამასთან, კბილაშვილის თქმით, მრავალი საქმე, რომლებიც ფინანსურ–ეკონომიკურ საქმიანობას ეხება, ამჟამად გამოძიების სტადიაშია.