რუსეთს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე არ იწვევენ
საქართველო, 1 ნოემბერი,
საქინფორმი. საქართველოში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის გამალებული მზადება მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტრო 17 ნოემბერს ფიცის მიღების ცერემონიაზე მისაწვევი სტუმრების სიას ამზადებს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი
მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მოწვეულ ოფიციალურ დელეგაციებს შორის იქნებიან ევროკავშირის ქვეყნების, ნატოში შემავალი ქვეყნებისა და, ასევე, ევროკავშირის პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრების წარმომადგენლები. ამასთან, ინაუგურაციაზე იწვევენ ყველა იმ ქვეყნის წარმომადგენელს, რომლებსაც საქართველოში საელჩოები და საკონსულოები აქვთ.
„რუსეთი ამ სიაში არ შედის“, - დააზუსტა ფანჯიკიძემ.