საქართველოს 8 ღვინის საწარმოს პროდუქციის რეგისტრაცია დაუშვეს
საქართველო, 1 ნოემბერი,
საქინფორმი. როსპოტრებნადზორმა რვა ქართული ღვინის საწარმოს პროდუქციის რეგისტრაციის ნება დართო, ამის შესახებ „ინტერფაქსი“ უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანაშემწე
გენადი ონიშჩენკოს სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება.
„რუსეთმა ყურადღებით შეისწავლა საქართველოს კომპეტენტური ორგანოების პასუხი იმ საწარმოებთან დაკავშირებით, რომლებიც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არასრულყოფილების გამო სარეგისტრაციოდ არ დაუშვეს და მზადაა მათ რფ-ის ტერიტორიაზე ღვინის პროდუქციის რეგისტრაციის უფლება მისცეს“, - განაცხადა ონიშჩენკომ.