სამართალი
ბაჩო ახალაიამ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილს შეწყალება სთხოვოს

axalayaსაქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. ბაჩო ახალაიამ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილს შეწყალება სთხოვოს.

ეს სწორედ ის საქმეა, სადაც, ჩემი აზრით, არანაირი მორალური პრობლემა არ უნდა ჰქონდეს არც ბაჩო ახალაიას და არც სხვა ადამიანს, ვიზეც ასეთ საქმეზე იქნება გამამტყუნებული განაჩენი, რომ მიმართოს პრეზიდენტს. ასევე, არ უნდა დაიშვას საქართველოში ის, რომ 2013 წელს ისევ კანონიერმა ქურდებმა შეძლონ ამა თუ იმ პირისთვის სასჯელის გამოტანა”, –განაცხადა ბაჩო ახალაიას ადვოკატმა გიორგი ონიანმა.

თუ ქვეყნის პირველი პირი  ბაჩო ახალაიას შეიწყალებს, მას ციხის ბუნტზე შეფარდებული 3 წელი და 9 თვე გაუუქმდება.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულებს ე.წ. 7 სპეცრაზმელის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.