აქტუალური
უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი იქნება
irineსაქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. უშიშროების საბჭოს მდივნად ირინა იმერლიშვილი ინიშნება. დეპუტატის განმარტებით, მან შეთავაზება მიიღო და თანხმობაც განაცხადა. "მას შემდეგ, რაც 17 ნოემბრიდან გვეყოლება ახალი პრეზიდენტი, იგი დანიშნავს უშიშროების საბჭოს მდივანს. მე ეს შეთავაზება მიღებული მაქვს და თანხმობაც უკვე განვაცხადე", - აღნიშნა იმერლიშვილმა. 
ირინა იმერლიშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე გიგა ბოკერიას შეცვლის, რომელმაც განაცხადა, რომ პოსტიდან ინაუგურაციამდე გადადგება.