აქტუალური
„ეს ნაბიჯი არ არის სიმბოლური, ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია“ – საქართველოში ისრაელის ელჩის იუვალ ფუქსის კომენტარი საქართველო-ისრაელს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ

fuksis-komentari-akt-2საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში ისრაელის ელჩმა იუვალ ფუქსმა კომენტარი გააკეთა საქართველო-ისრაელს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ: „ვფიქრობ რომ ეს კიდევ ერთი, წინ გადადგმული ნაბიჯია. ბატონი ირაკლი ღარიბაშვილისთვის არაერთხელ მითქვამს, რომ მისი შს მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდგომ აქ ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში. ეს პირადი მოტივებით კი არა, არამედ ურთიერთთანამშრომლობითაა განპირობებული, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებობს. ჩვენ ვთანამშრომლობთ სამართლებრივ სფეროში, მათ შორის კონტრტერორიზმის მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის, არამედ სხვა სახელმწიფოებისთვისაც. ვერც ერთი ქვეყანა ვერ იმუშავებს ამ სფეროში მარტო. 

ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სტრატეგიული პარტნიორობას გულისხმობს. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ მეგობრობა, არამედ გავხდეთ ერთმანეთის პარტნიორები. ეს ნაბიჯი არ არის სიმბოლური, ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.“