აქტუალური
შს მინისტრი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
ministri-fuksi-akt-1საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზეევ ელკინს შეხვდა. შეხვედრა ზეევ ელკინის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მას ისრაელის ოფიციალური დელეგაციის წევრებთან ერთად ესწრებოდა ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო რეჟიმი და მასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები იყო. მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები. გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებს. 
ეს საქართველოს შს მინისტრის და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რიგით მეორე შეხვედრაა. პირველი შეხვედრა ისრაელში ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მაისის თვეში გაიმართა.