უცხოეთი
ქართული ციტრუსების ექსპორტი რუსეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში განხორციელდება

urozhaiსაქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველო ციტრუსების მოსავლის ასაღებად ემზადება. წლეულს 110 ტონა ციტრუსს ელოდებიან, რომელიც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველად გავა ექსპორტზე რუსეთში.

ამჟამად რუსეთის ბაზარზე ციტრუსების ტრანსპორტირების დეტალებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, - განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართულ ციტრუსს რუსეთის ბაზარზე 10 ნოემბრიდან გაიტანენ.

რუსეთის გარდა, ქართული ციტრუსის ექსპორტი განხორციელდება უკრაინაში, მოლდოვაში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და შუა აზიაში.