უცხოეთი
ამერიკელები სულ გათავხედდნენ - აშშ-ის სპეცსამსახური რომის პაპსაც უსმენდა!

obnagleliსაქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. ამერიკის სპეცსამსახურებმა დაამტკიცეს, რომ მათთვის არაფერი წმინდა არ არსებობს. ისინი მთელი ვატიკანის, მათ შორის, პირადად რომის პაპის საუბრებსაც უსმენდნენ!

ეს მონაცემები ეყრდნობა 2012 წლის დეკემბერიდან 2013 წლის იანვრამდე პერიოდში მოსმენილი 46 მლნ სატელეფონო საუბრის ანალიზს.

იტალიის პრემიერმა ენრიკო ლეტამ 31 ოქტომბერს ამ საკითხზე უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომიტეტის სხდომის ჩატარება გადაწყვიტა.