უცხოეთი
ობამამ გაეროს შტაბბინაში მოსმენების შეზღუდვის შესახებ განკარგულება გასცა

obamaსაქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განკარგულება გასცა, ნიუ იორკში გაეროს შტაბბინაში კომუნიკაციების მოსმენები შეეზღუდათ, - ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იტყობინება.

აღნიშნული ბრძანება რიგ ქვეყნებთან ურთიერთობაში უცხოელი ლიდერების მიმართ განხორციელებული თვალთვალის შესახებ ინფორმაციების გამო ატეხილი სკანდალების ფონზე გაიცა. ხსენებული ინფორმაციები ამერიკის სპეცსამსახურების ყოფილმა თანაშრომელმა ედვარდ სნოუდენმა გაავრცელა.