სამართალი
ჩიორა თაქთაქიშვილი: „ჩვენ მზად ვარ გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელიც დამთავრდება გამარჯვებით და გეშინოდეთ ამის!“

3საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობა” ბრძოლას აგრძელებს, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება , – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა გაუძლეს ზეწოლას, დაჭერებს, ძალიან ბევრ უკანონობას და 27 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნეს გზავნილი, რომ მისი ოცნება, გაანადგუროსნაციონალური მოძრაობა, დარჩება აუხდენელ ოცნებად, ისე, როგორც 76 დაპირება. ჩვენ მზად ვარ გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელიც დამთავრდება გამარჯვებით და გეშინოდეთ ამის”, – განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოეპასუხა.

„ქალბატონო ჩიორა, შიში დამთავრდა უკვე, თქვენი ხელისუფლებიდან წასვლისთანავე და შიში რომ დამთავრდა, ეს იგრძნო საქართველოში ყველამ და მათ შორის სამეგრელომაც. დათარეშობდა თქვენი პოლიტიკური ძალა და ისეთ საშინელებებს სჩადიოდა, რომ კიდევ დიდი ხანი დასჭირდება იმ კუთხეს, რომ მოიშუშოს ჭრილობები, რაც მართლაც მიაყენეთ თქვენ 9-წლიანი მმართველობის შედეგად“, – განაცხადა ბესელიამ.