სამართალი
2008 წლის ომის შემდეგ დონორების მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვის საკითხით საგამოძიებო უწყებები დაინტერესდებიან

Beseliaსაქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. რაში დაიხარჯა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დონორების მიერ გამოყოფილი თანხები - მალე ამ საკითხით შესაძლოა საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ. ეკა ბესელიას ინფორმაციით, პროკურატურას საჩივრები უკვე გადაეგზავნა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საცხოვრებელი სახლების მდგომარეობას კი სამთავრობო კომისია სწავლობს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით,  სახლები, რომლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაინგრა ან დაზიანდა, დღემდე არ არის რეაბილიტირებული.

„მიღებული ძალიან დიდი ფინანსური დახმარება და გამოყოფილი თანხები, რომლებიც აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის იყო გამოყოფილი, მათი საკმაოდ დიდი ნაწილი არ არის მიზნობრივად გამოყენებული. არის გაფლანგული, აღმოჩენილია იგივე დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიერ ძალიან სერიოზული დარღვევები, აღმოჩენილია გარკვეული საცავები, სადაც ინახებოდა ის ნივთები, რომლებიც ეკუთვნოდა დევნილებს და არ იყო გადაცემული თავის დროზე. საკმაოდ დიდ ფინანსურ  დარღვევებზეა საუბარი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

P.S. ჯერ კიდევ 2010 წლის 16 დეკემბერს ვლაპარაკობდი ლადო ვარძელაშვილის მიერ 08.08.08 ომის შემდეგ პარტნიორთა საერთაშორისო დახმარების ნახევრის - 4 მილიონი ევროს დატაცების შესახებ, რომელიც დევნილებისთვის სახლების აშენებაზე უნდა დახარჯულიყო, სინამდვილეში კი სააკაშვილისთვის ქრთამის სახით იქნა გადახდილი ვარძელაშვილი–აკოფოვის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად დანიშვნისათვის! დღეს კი დონორების მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვის საკითხით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, სამთავრობო კომისია და საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ...